უცხოეთი
ობამა „ქორწინების შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურობაზე უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

obamaaსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა კმაყოფილია უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არაკონსტიტუციურად აღიარა კანონი, ქორწინებას ქალსა და მამაკაცს შორის კავშირად რომ განსაზღვრავს.

პრეზიდენტის თქმით, სასამართლომ სამართლიანობა აღადგინა და ქვეყანა ამით უკეთესი გახდა. „ეს კანონი დისკრიმინაციის პროვოცირებას ახდენდა, - განაცხადა ობამამ, - ჩვენ ყველანი თანასწორი ვართ და სიყვარულიც, რომელსაც ერთმანეთს ვჩუქნით, თანასწორი უნდა იყოს“.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ამერიკელებს, რელიგიური მიზეზებით დაქორწინებაზე უარი არ თქვან.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ეკლესია აშშ-ში ხშირად მკაცრად კიცხავს ერთსქესიან კავშირს და ის არაბუნებრივად მიაჩნია.