მომავალში რუსეთი მთელი მსოფლიოს გამოკვებას შეძლებს
საქართველო, 28 ივნისი,
საქინფორმი. 40 მილიონი ჰექტარი გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელ რუსეთს შეუძლია შვრიის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ახლა მხოლოდ რფ და აფრიკა ფლობს გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების საკმარის რაოდენობას.
ამიტომ აუცილებელია, რუსეთი სურსათ-სანოვაგის წარმოებაში რევოლუციის ავანგარდში მოექცეს. ასე მიაჩნია კომპანია „ბაზოვი ელემენტის“ აგრობიზნესის დირექციის მმართველ დირექტორ
ანდრეი ოლეინიკს.
მისი თვალსაზრისით, მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიას სერიოზული შეჯანჯღარება ესაჭიროება. პროდუქტების მიწოდების შემცირება და მათზე გაზრდილი მოთხოვნა ნიშნავს, რომ სექტორმა უნდა აამაღლოს პროდუქტიულობა და გააფართოვოს სათესი ტერიტორიები. ხოლო რაკიღა კვების პროდუქტების ყველაზე დიდ მსოფლიო მიმწოდებლებს ასათვისებლად არასაკმარისი მიწები აქვთ, რუსეთს კი 40 მილიონი ჰა, მას შეუძლია მსოფლიოში შვრიის მთავარ მიმწოდებლად იქცეს და საკვების მიწოდებასა და მოხმარებას შორის მსოფლიო ბალანსი შექმნას. ამასთან, თვალუწვდენელი ტერიტორიები და კლიმატური ზონების მრავალფეროვნება რუსეთს გარკვეულწილად სამომავლო დაცვით უზრუნველყოფს. კლიმატის შესამჩნევი ცვლილების პირობებში წარმოების გადატანა ქვეყნის სამხრეთიდან სხვა რეგიონებში შეიძლება, - ასკვნის ოლეინიკი.