სამართალი
ზურაბ აბაშიძე: „არის იმედი, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გაამარტივებს“

abashiZeსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს უახლოეს პერიოდში გაამარტივებს.

,,არის იმის იმედი, რომ ის ნცხადებები, რაც რუსეთის მხრიდან გაკეთდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, რეალურად უახლოეს პერიოდში ამუშავდება. ვიზების გაუქმებაზე საუბარი არ არის, ლაპარაკია მხოლოდ გარკვეული კატეგორიებისთვის ვიზების გამრტივებაზე, - განაცხადა აბაშიძემ.

გარდა ამისა, აბაშიძის ინფორმაციით, სექტემბრამდე ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რაც რუსეთის ბაზარზე ქართული ტვირთების იოლად გატანას ემსახურება.
მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება პროფესიულ, ასევე ბიზნეს და ნათესაურ კავშირებს შეეხება.