საზოგადოება
საროსკიპო მარნეულში და 38 საყვარელი - რა კავშირი აქვთ ახალ სკანდალთან ლილუაშვილსა და ფინანსთა სამინისტროს?

bordeliსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა თემურ კენკებაშვილმაპირველი რადიოს“ რადიოკლუბში განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ქალბატონი, რომელზეც ითქვა, რომ 38 საყვარელი ჰყავს, არა ჟურნალისტი, არამედ “ენჯეოს“ წარმომადგენელია. მისივე თქმით, ეს ქალბატონი დაკავშირებულია მარნეულში ცნობილ საროსკიპოსთან, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ თანამდებობის პირს ეკუთვნოდა და რომელსაც კავშირი ჰქონდა კუდ-ის მაღალჩინოსან ვაჟა ლილუაშვილთან.

„საუბარი იყო ახალგაზრდა ქალბატონზე, რომელზეც 38-კაციანი საყვარლების სია ინახებოდა კუდ-ში. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია და აღქმული იქნა ისე, თითქოს საუბარი იყო ჟურნალისტზე. ნამდვილად აქ ჟურნალისტზე საუბარი არ ყოფილა, არამედ საუბარი იყო ნაკლებად ცნობილ პიროვნებაზე, რომელიც არის ენჯეოშნიკი, თავისი არასამთავრობოები ჰქონდა. რამდენიმე პირმა გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ მე „ნაციონალების“ დავალება შევასრულე და მე გამოვდივარ იმიტომ, რომ ეს არის „ნაციონალების“ დავალება. ეს არის არასერიოზული, მე ყოველდღე გამოვდივარ და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ვლაპარაკობ. ეს ქალბატონი კავშირშია მარნეულის საროსკიპოსთან, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ხელში იყო და ეს პიროვნება, 38 საყვარლის შესახებ რომ ვთქვი, სწორედ ამ საროსკიპოსთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა თემურ კენკებაშვილმა.