"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, რომელიც მან დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების უპრეცედენტო დაკავებებითაა გამოწვეული. ბეჟაშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა დღესვე თბილისში დაბრუნდება.
“გუშინ დააკავეს ჩვენი პარტიის წევრები, ასევე რაიონული ორგანიზაციის ლიდერები და რიგითი წევრები. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ხორციელდება უპრეცედენტო შეტევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი კანონპროექტების განხილვაში ასეთ ვითარებაში, როგორიც არის სერიალები და ა.შ.", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის თქმითაც, ყველა დაკავება, რომელიც გუშინ განხორციელდა, საპროცესო კოდექსის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.