პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: „გულდაწყვეტილი ვარ მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის ხარისხით“
apaturaსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის ხარისხით გულდაწყვეტილია. იგი იმედოვნებს, რომ ვითარება მალე გამოსწორდება. ამის შესახებ აპატურაი საქართველოში ვიზიტის შემდეგ, facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ახლახან დავტოვე თბილისი, დასრულდა რა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი. როგორც ყოველთვის, ბედნიერი ვარ იქ ყოფნით და ამდენი მეგობრის ნახვით. ასევე, როგორც ყოველთვის, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ უზარმაზარი პროგრესის გამო, რაც მიღწეულია. მაგრამ ასევე, ამ ჯერზე, ცოტათი გულდაწყვეტილი ვარ მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის ხარისხის გამო, ამასწინანდელი შესაძლო დანაშაულების გამომჟღავნებით და შერჩევითი სამართლის აღქმით. ვიმედოვნებ, სამივე ეს მალე გამოსწორდება”, –  წერს აპატურაი.