აქტუალური
წელს ქართული წვენების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა და მათი რეალიზაცია, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ხდება. აღნიშნულმა ფაქტმა მცირე მეწარმეები მნიშვნელოვნად დააზარალა.
ხაშურის წვენების საოჯახო საწარმოს დამფუძნებელი ვანო ლოლაძის აზრით, საკონსერვო და წვენების მწარმოებელი მცირე მეწარმეებისთვის პრობლემად რჩება ევროსტანდარტის ტარა, ქილები და ბოთლები, რომლებიც საქართველოში არ მზადდება, იმპორტი კი იმდენად ძვირი ჯდება, რომ მცირე ზომის საწარმოებს მისი შეძენა არ შეუძლია.
კომპანია „ნარინჯის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე ამბობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქარხანა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, 43 ტონა ციტრუსის კონცენტრატი საწარმოში გაუსაღებელია.