აქტუალური
მამა ელიზბარი: „პატარა ბავშვს ამზერინეს, სამი ცხოველი როგორ აუპატიურებდა ბილიარდის კიით ბილიარდის მაგიდაზე დაბმულ მამას!“

mamaსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 19 და 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მარტო 2 შემზარავი ვიდეო აჩვენა იმ 12 888-დან, რომლებიც სამეგრელოში მოწყობილ სამალავებში დიდძალ იარაღთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და დასაჭერი ადამიანების სიებთან ერთად იქნა აღმოჩენილი. ჟურნალისტებ და დიპლომატებმესამე კადრი არ უნახავთ, როგორ ურყვნიდნენ ეს ვაჟბატონები .. ქურდულ მენტალობას თავის ჭკუით, ცოლ-შვილის დასანახად.

პატარა ბავშვს ამზერინეს, როგორ გაუუპატიურეს მამა, ჯერ ბილიარდის კიით, ბილიარდის მაგიდაზე გადაბმულ მამას!

მის მეუღლეს, ქალბატონს ხელებს უფათურებდნენ ქმრის თვალწინ, ეუბნებოდნენ, რომ ახლა შენც გაგიერთიანებთ ყველაფერს და გაგაუპატიურებთო. სამმა ცხოველმა შვილის თვალწინ რიგრიგობით მამა გაუუპატიურა, იმ პატარა ბავშვის ცოდვით როგორ დადიან? მთელი ცხოვრება იმ ბავშვის სახე არ ამომივა თვალებიდან, როგორ ტიროდა და მოსთქვამდა, მამას ნუ აწვალებთ, მამასო!..

რომელიმე მეტყვის, რომ იმ ბავშვისგან, რომლის თვალწინაც მამას აუპატიურებდნენ, ნორმალური ადამიანი გაიზრდება?!  იმ დღეს დამთავრდა იმ პატარას ბავშვობა, ის აღარ გაიზრდება ნორმალური ფსიქიკის ადამიანი. სულ ადვილად შესაძლებელია, ის ბავშვი იმ დონის მკვლელი გაიზარდოს, დახოცავს ყველას, ვინც მამა ასეთ დღეში ჩაუგდო და მათაც ზედ მიაყოლებს, ვინც დამნაშავეთა დახოცვაში ხელს შეუშლის...” - აცხადებს გაზეთ ქრონიკასთანინტერვიუში წმინდა სამების დიაკონი მამა ელიზბარი.