უცხოეთი
მოსკოვში შავი რიელტორები და მათი ქართველი ხელმძღვანელი დააკავეს
rieltoriსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვში სამართალდამცავებმა სამი "შავი რიელტორი" დააკავეს, რომელთა ხელმძღვანელი 51 წლის საქართველოს მოქალაქეა. დანარჩენები კი ინგუშეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. რიელტორებთან ერთად დაკავებულია ერთი პოლიციელიც, რომელიც მათთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფი მოსკოვისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ისინი ნახულობდნენ მარტოხელა პენსიონერებს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებიც ძალისმიერი მეთოდით მოსკოვის ოლქში მიჰყავდათ, სადაც არაყს ასმევდნენ და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მათი საკუთრების გადაფორმებას ითხოვდნენ. ამგვარად დამნაშავეებმა 14 ბინის დაპატრონება შეძლეს მოსკოვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქების ტერიტორიაზე. საკუთრების მფლობელები კი, გადაფორმების შემდეგ ჯერჯერობით დაუდგენელ გარემოებებში დაიღუპნენ.
დაკავებულები სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს, სადაც მათთან ერთად  მოსკოვის მკვიდრი, ცოტა ხნის წინათ დაკარგული უმუშევარი პირი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ერთი კვირის წინ ისინი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს ბინაში, სადაც მათი ნების წინააღმდეგ გაჩერება აიძულეს.