პოლიტიკა
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ხვალ საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მანუჩერ მოთაქი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
დაგეგმილია, ასევე, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გაფორმება. მანუჩერ მოთაქი აჭარასაც ეწვევა, სადაც გენერალური საკონსულოს შენობას გახსნის. ვიზიტი 4 ნოემბერს დასრულდება.