საზოგადოება
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური კოჰაბიტაცია არ არის მარტივი რამ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ქართულმა დემოკრატიამ იმუშაოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, ქართულმა დემოკრატიამ იმუშაოს. ჩვენ ნატოში ძალზე ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ძალისხმევას. მივესალმებით თქვენს ერთობლივ განცხადებას, რომ მიიღეთ რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მათ შორის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე მივესალმებით ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით", – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.