საზოგადოება
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ფინანსური პოლიციის მიერ დღეს დაკავებული თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს ადამიანები გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მე პირადად განგაშის ზარი შემოვცხე და იმის გამო, რომ რასმუსენი თბილისშია, და არა იმის გამო, რომ კანონის უზენაესობას სცემენ პატივს. თქვეს, რომ თითქოს ეს ხალხი მოწმის სახით დაიბარეს, გინახავთ ხელბორკილებით მოწმის შეყვანა? რომელი კანონის უზენაესობაზე და წესიერებაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოხდეს ბოლომდე დაშანტაჟება და განადგურება პარტიული ინფასტრუქტურის. ეს ხდება იმისთვის, რომ ოპოზიცია განადგურდეს", – განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, ისინი ომბუდსმენისგან შესაბამის რეაგირებას ელიან.