აქტუალური
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა თავდაცვის სამინისტროს ეწვია

nato-aqt-2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა ეწვია. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი და  ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები - გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გაერთიანებული შტაბისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიას. მხარეებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხები განიხილეს და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში საქართველოს როლზე ისაუბრეს.

ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიალით დასრულდება.