აქტუალური
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ეველინ ფარკასი, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი საერთაშორისო სტრატეგიის საკითხებში ენდრიუ მურისონი, მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ტალატ ხაფერი, ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი ძალების სარდლის მოადგილე, გენერალი სერ რიჩარდ შირეფი, ISAF-ის ოპერაციის მეთაური, გენერალი ჯოზეფ დანფორდი, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი, პოლონელი სენატორი ბოგდან კლიხი, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და გაერთიანებული შტაბის უფროსები.
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.