პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი: „თუ საქართველო საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, იგი გახდება ნატოს ოჯახის წევრი“
andersსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ნატო საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. "ჩვენ საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებაში დავეხმარებით, ჩვენ ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ჩარჩოებში. საქართველოს სრული ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახლავთ ჩვენი ერთობლივი მიზანი, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, ისეთვე მყარია, როგორც მანამდე, თუ საქართველო საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, იგი გახდება ნატოს ოჯახის წევრი", - განაცხადა რასმუსენმა.