უცხოეთი
BBC: „რუსეთთან დაზავება თბილისისთვის ნატოში საშვებად იქცევა“

zarubej-3საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. რუსეთსა და საქართველოს შორის 5-დღიანი ომის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ თბილისს კვლავაც სურს მოსკოვთან დამეგობრება, - წერს BBC-ის ჟურნალისტი. თუმცა, ამასთან ერთად, საქართველო მთელი ძალისხმევით მიილტვის დასავლურ საზოგადოებრიობაში ინტეგრირებისკენ. შესაძლებელია თუ არა ორივე პირობის ერთდროულად შესრულება? - კითხვას სვამს კორესპონდენტი.

5 წლის წინანდელი ომი ძალიან ხანმოკლე იყო, თუმცა საქართველოსთვის კატასტროფად იქცა. კონფლიქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამო წარმოიშვა, რომელთა თავის კონტროლქვეშ დაბრუნებას ქართველები  ცდილობდნენ, - აცხადებს BBC. მათვე დაიწყეს სამხედრო ოპერაცია. რუსული არმიისთვის ეს იოლი გამარჯვება იყო. შედეგად 1000 კაცი დაიღუპა, ათასობით ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

მოსკოვმა და თბილისმა ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეს. მედიის ცნობით, პუტინი საქართველოს პრეზიდენტს „გენიტალიებით“ ჩამოკიდებას შეჰპირდა, სააკაშვილმა კი რუსეთის ლიდერს „ლილიპუტინი“ უწოდა.

სააკაშვილის უმთავრესმა მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილმა კი პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე რფ-სთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენა დაიწყო. ბევრმა ჩათვალა, რომ ივანიშვილი რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნებას ლამობდა. თუმცა პოლიტიკოსმა მიანიშნა, რომ სადავო ტერიტორიაზე პრეტენზიებს უკან არ წაიღებს და, ამავდროულად, პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ ნატო და ევროკავშირი მიაჩნია.

ასეთი მიდგომა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ნატოში საქართველოს მოხვედრის შანსებს ზრდის, - აღნიშNავს კორესპონდენტი. ახლა, როცა რუსეთი და საქართველო მზად არიან კი არ იომონ, არამედ ითანამშრომლონ, დასავლეთს აღარ შეეშინდება კონფლიქტში ჩათრევის. საქართველოსაც აღარ მოუწევს არჩევანის გაკეთება და შეძლებს წარმატებით ითანამშრომლოს ორივე მხარესთან.