სამართალი
ლადო სადღობელაშვილი: „ფარესამ აღიარა, რომ კადრებზე მე ვიყავიო და სარჩელიც შეუტანია!“

faresaსაქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი.  მედიაკავშირ „ობიექტივის“ ყოფილმა წამყვანმა, ამჟამად ემიგრაციაში მყოფმა ლადო სადღობელაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ორიოდე საათის წინ  დაწერა:

ფარესამ აღიარა, რომ კადრებზე მე ვიყავიო და სარჩელიც შეუტანია! არა და ელ რიგ ინტერვიუებს უთმობდა ემას, რომ თვითონ არ არის გამოსახული კადრებში... რა გამოდის გვატყუებდა ეს ამხელა უფლებათა დამცველი და ჟურნალისტი??? თუ გვატყუებდა ეხლა ავრობამ უნდა შეუტრიალოს და აქეთ უნდა უჩივლოს... თუ არ გვატყუებდა, თვითონ რატომ უჩივლა ავრობას ვერ მივხვდი?! მოკლედ რა…

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამა წლის მაისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებსაც  თავად ფარესაშვილმა ფაბრიკაცია უწოდა და შესაბამის უწყებებს ამ საქმის გამოძება მოსთხოვა.

შსს-მ ხსენებული საქმე გახსნა და  დაადგინა, რომ კადრები წინა ხელისუფლების დროს კუდ-ის მიერ უკანონოდ იქნა გადაღებული, ხოლო ინტერნეტში, გიორგი ფარესაშვილზე შურისძიების მიზნით, შს მინისტრის მოქმედმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ გაავრცელა.