აქტუალური
ბაზა „ლეზერნიკის“ დაცვის მიზნით წარმოებული ოპერაციის დროს ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვება, ამბოხებულების აღმოჩენა და ზონაში არსებული სოფლების აღწერა იყო.
ოპერაცია 15 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა. „ჩრდილოეთის ლომი“ კომბინირებული ოპერაცია იყო და მასში 87 ქართველ სამხედროსთან ერთად ამერიკელი საზღვაო ქვეითები, აშშ-ის არმიის გამნაღმველთა ჯგუფი და საბრძოლო ვერტმფრენთა დანაყოფი მონაწილეობდა.