„წინასაარჩევნო შტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას მოადგილე, წარმოშობით სენაკელი გია სოსელია ხელმძღვანელობდა. მისი შვილი, ბექა სოსელია კი სამხარეო შტაბს განაგებდა და ახალგაზრდა ზონდერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა”, - აცხადებს ლალი ანთია.
მისივე განცხადებით, გოროზიას მიერ შექმნილ საიდუმლო შტაბში ყოველღამე თათბირები იმართებოდა, სადაც სამეგრელოს კუდის უფროსებს, საკრებულოს მაღალჩინოსნებს, გამგებლებსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს იბარებდნენ.
„სწორედ ამ თათბირებზე განიხილებოდა ზონდერ-ჯგუფების მთავარი მიმართულებები და ძირითადი სტრატეგია. ღამის თათბირებზე იბარებდნენ ასევე ადგილობრივ ბიზნესმენებს... მთავარი მიზანი იყო ფულის, ანუ წილების ჩადება და იარაღის ყიდვა-შენახვა”, - აცხადებს ლალი ანთია, რომლის თქმითაც, რეგიონში შავი სამუშაოები და იარაღის შემოტანა წალენჯიხის კუდის უფროს ზაალ ღურწკაიას ევალებოდა.
ლალი ანთია გაზეთ “ქრონიკა+”-თან საუბარში ასევე აცხადებს, რომ უახლოეს ხანში ყველა იმ ადგილობრივ ბიზნესმენსაც დაასახელებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებლები იყვნენ სამეგრელოს რეგიონში.