საზოგადოება
"არათუ ქართულ რეალობაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი, არაადამიანური და მხეცური დანაშაული", - განაცხადა საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ.
საკრებულოს წევრმა ზურაბ გაჩეჩილაძემ (შონზო) მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეძლო კადრებისთვის ყურება და განაცხადა, რომ "ქართულ ენაში ამ კადრების ზუსტად შეფასებისთვის შესაბამისი ეპითეტი არ არსებობს".
"რა თქმა უნდა, ეს არის სისტემის დანაშაული და ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამის შესახებ მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებული იყვნენ", - აღნიშნა მან.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" ყოფილი წევრის ნიკო ხაჩირაშვილის შეფასებით, საუბარი სისტემურ დანაშაულს ეხება და თვითონ, როგორც ყოფილი "ნაციონალი", ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას იღებს.