უცხოეთი
„იგი დევნისგან ლტოლვილთა შესახებ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე უნდა დავიცვათ, - აღნიშნა ამერიკელმა იურისტმა და უფლებადამცველმა მაიკლ რატნერმა, რომელმაც ორგანიზაცია „ვიკილიქსის“ დამფუძნებელთან, ავსტრალიელ ჯულიან ასანჟთან ერთად ჟურნალისტებისთვის სატელეფონო ბრიფინგი გამართა.
ცხადია, პირველ რიგში ყველას სნოუდენის ადგილსამყოფელი და მისი სამომავლო გეგმები აინტერესებდა, რაზეც ასანჟმა განაცხადა, რომ იგი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ხელისუფლება თანამედროვე ახალგაზრდების - „მთელი თაობის წინააღმდეგ იბრძვის“, ისეთების, როგორიც, მაგალითად, სნოუდენია. მისივე თქმით, დემოკრატ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის პირობებში ადამიანთა უფლებების დარღვევა „ბევრად უფრო სისტემური“ გახდა, ვიდრე ეს ჯორჯ ბუშის დროს იყო.