უცხოეთი
საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვან მეძავთა მომსახურების გამოყენებაში და „რუბის საქმეზე“ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს პირველი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ბერლუსკონი გაასაჩივრებს.
ამასთან, მილანის სასამართლოს გადაწყეტილებით, ბერლუსკონი ვეღარასდროს შეძლებს სახელმწიფო პოსტის დაკავებას.
„რუბის საქმის“ ფარგლებში ექს-პრემიერი თავის ვილაში სექს-საღამოების ორგანიზებასა და „რუბი - გულთამპყრობელის“ სახელით ცნობილ 17 წლის მაროკოელ მოცეკვავე კარიმა ელ-მარუკთან ინტიმურ კავშირში, ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს.
![]() |