საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „არ მინდა, რომ სააკაშვილი დააპატიმრონ, თუმცა გამორიცხული არაფერია“
1-BIZ-axaliსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან გამოცემა “სოფ შავუასთან" საუბრისას გააკეთა, "მიხეილ სააკაშვილი ნიჭიერია, ვინაიდან მთელი მსოფლიო მოატყუა“.  "სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ის თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. არ მინდა, რომ ის დააპატიმრონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. არსებობს პროკურატურა, სასამართლო, და კანონი ყველასათვის ერთია. მე არ ვაპირებ მასთან მოლაპარაკებების წარმოებას", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა: პირველები, ვინც მან მოატყუა, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ის მოვიდა, როგორც დემოკრატი. მას ყველა მხარს უჭერდა, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ ის აშენებდა ავტორიტარულ რეჟიმს. ხელისუფლების ძალადობა მთელ ქვეყანას მოედო. მან დაშალა ოპოზიცია, ელიტური კორუფცია ყვაოდა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ ყველა კერძო ბიზნესი სრულიად ემორჩილებოდა მთავრობას, არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესი. საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა ხაზინის გამგებელი!".