საზოგადოება
თეა წულუკიანი: „ახალი კანონით იუსტიციის მინისტრს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ჩარევა ეკრძალება“

1-culukianსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. დღეიდან პროკურატურამ მიიღო ავტონომიურობის ის მაღალი ხარისხი, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დევნილებზე პირადობის მოწმობების გაცემის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კანონით იუსტიციის მინისტრს ეკრძალება სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ჩარევა.

„ახალი კანონით, იუსტიციის მინისტრს ეკრძალება ჩაერიოს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში. ახალი კანონის საფუძველზე მთავარ პროკურატურაში უნდა შეიქმნას ახალი გენინსპექცია, რომელიც იუსტიციის მინისტრისგან დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი პროკურორების საქმიანობის კონტროლზე და საჭიროების შემთხვევაში დასჯაზეც. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ავტონომიურობის ის მაღალი ხარისხი, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ჰქონდა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.