გირგვლიანის ოჯახი მერაბიშვილისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს
საქართველო, 25 ივნისი,
საქინფორმი. „
პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, გირგვლიანის ნათესავები
ვანო მერაბიშვილისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.
„ძალიან ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება იყო, კმაყოფილი ვარ გამოძიების მსვლელობით“, - ასე შეაფასა „პირველ რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში
მაია ენუქიძემ ვანო მერაბიშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალის დამძიმება. როგორც მაია ენუქიძემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს და პასუხისგებაში სხვა პირებიც უნდა მიეცენ.
„მე ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა დაუმძიმდეს სასჯელი მერაბიშვილს და უვადო პატიმრობაში უნდა დარჩეს. ახალაიაც, მერაბიშვილის ცოლიც, მელნიკოვიც და სანოძეც სუყველა უნდა იყოს პასუხისგებაში. გამოძიების მსვლელობით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა მაია ენუქიძემ.