პოლიტიკა
მან აღნიშნა, რომ 2013 წლის 12 ივნისს საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტი დაშგინ გიულმამედოვი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელმარ გასანოვი გადადგნენ. ამასთან დაკავშირებით იქნა მოწვეული რიგგარეშე სესია.
შურა აივაზოვმა განაცხადა, რომ სესიაზე ნამიკ ახმედოვი არჩეული იქნა საქართველოს თურქთა კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად, ხოლო შახინ გასანოვი - სთკ-ს უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარედ.
ცნობისათვის: საქართველოს თურქთა კონფედერაციის ახალი პრეზიდენტი ნამიკ ახმედოვი დაიბადა 1972 წელს საქართველოში. 1994 წელს დაამთავრა უკრაინის კვების ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2012 წელს გაიარა კონფლიქტოლოგიის კურსი კავკასიის პოლიტიკური ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 2012 წლის 5 მაისიდან ის სთკ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2013 წლის მარტიდან თურქულ სამყაროსთან კავშირის მდივნის თანამდებობა ეკავა.