პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

1-pool-israeliსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ისრაელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული და კულტურული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარში განაცხადა, ებრაელი ერი ნიჭიერებით გამოირჩევა და აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

თავის მხრივ, შიმონ პერესმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს სტუმრობისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა სამუშაო სადილი, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები და ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.