აქტუალური
რა გაუგონარი სისასტიკეა ასახული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე (ვიდეო №2)

1-aktu-2-mtსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ე.წ. დახურულ რეჟიმში შედგა და მასზე ის შემზარავი ვიდეოკადრები გვაჩვენეს, რომლებიც სამეგრელოში მოწყობილ სამალავებში დიდძალ იარაღთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და დასაჭერი ადამიანების სიებთან ერთად იქნა აღმოჩენილი.

მეორე ფირზე, რომელიც შსს-ში გვაჩვენეს, ასევე მამაკაცის გაუპატიურებაა ასახული, ოღონდ კიდევ უფრო სასტიკი და ამაზრზენი ფორმებით, კერძოდ:

მამაკაცი ისევ მაგიდაზეა დაბმული, ოღონდ ამჯერად არა თოკებით, არამედ `სკოჩით~. ორ ჯალათს მსხვერპლისათვის თმებში აქვს ხელები ჩავლებული და მის თავს იჭერს, მესამე კი მასთან ორალურ სქესობრივ კავშირს ამყარებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ეს ის „კასტილიანი“ ჯალათია, რომელმაც წინა ვიდეოში გააუპატიურა სხვა მამაკაცი. მაშინ ფეხი ჰქონია მოტეხილი და „კასტილს“ ამიტომ ატარებდა.

ამ ცხოველს, რომელიც მაგიდაზე დაბმულ მამაკაცებს აუპატიურებს, თავზე შავი ნიღაბი აქვს ჩამოცმული, მკლავზე კი ორი ჯვარი აქვს ამოსვირინგებული.

ღარიბაშვილის თქმით, ეს ჯალათი პოლიციის აგენტი იყო, რომელსაც მსგავსი სისასტიკეების ჩასადენად იყენებდნენ. იგი დღეს დაკავებულია და დანარჩენ 8 პირთან ერთად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

როგორც პირველ შემთხვევაში, ისე მეორეშიც, სააკაშვილის ჯალათები უდანაშაულო მსხვერპლს არჩადენილი ტერაქტის საკუთარ თავზე აღებას აძალებდნენ.

პირველსა და მეორე შემთხვევას შორის განსხვავება ის არის, რომ ამჯერად მსხვერპლი არ დაუპატიმრებიათ და გაუპატიურების შემდეგ სახლში გაუშვეს.

ჯაბა ხუბუა
„ასავალ-დასავალი

1-aktu-2-1 1-aktu-2-2
1-aktu-2-3