აქტუალური
აუქციონზე გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს გაიტანენ

chafidzis-centriროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხვალისთვის დაგეგმილ აუქციონზე შპს „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ გაიტანს. სამინისტროს ცნობით, ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასია 1 200 000 აშშ დოლარი. იგი თბილისში, ლუბლიანას ქუჩა №4-ში მდებარეობს.

აუქციონის ძირითადი პირობებია: ობიექტისთვის ჯანდაცვის პროფილით ფუნქციონირების 7 წლით უზრუნველყოფა, მის ბაზაზე 3 წლის განმავლობაში სრულფასოვანი კარდიოლოგიური რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა და არანაკლებ 800 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.