აქტუალური
რა გაუგონარი სისასტიკეა ასახული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე (ვიდეო №1)

1-aktu-mtსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ე.წ. დახურულ რეჟიმში შედგა და მასზე ის შემზარავი ვიდეოკადრები გვაჩვენეს, რომლებიც სამეგრელოში მოწყობილ სამალავებში დიდძალ იარაღთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და დასაჭერი ადამიანების სიებთან ერთად იქნა აღმოჩენილი.

ჩვენთვის ნაჩვენებ პირველ ვიდეოში ასეთი რამ არის ასახული:

ხის მაგიდაზე მამაკაცი თოკებით არის დაბმული და კასტილებიანი ჯალათი მასთან სექსუალურ კავშირს ამყარებს.

დიახ, აქ მსხვერპლის გაუპატიურება „ნატურალურად“ ხდება და სააკაშვილის სისტემის მიერ აპრობირებული ცოცხი, ხელკეტი ან სხვა რამ „ხელოვნური“ საშუალებები გამოყენებული არ არის!

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, მსხვერპლისაგან მოითხოვდნენ, რომ მას ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული და ეთქვა, რომ მოაწყო ტერაქტი, რომელიც, სინამდვილეში, არ განხორციელებულა.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილ-მერაბიშვილის ჯალათებმა მაგიდაზე თოკებით დაბმული მამაკაცი გააუპატიურეს, გადაწყვიტეს, რომ მისი გაშვება სახიფათო იყო, ამიტომაც წაიყვანეს ერთ-ერთ სასაფლაოზე, .. შპრიცით გაუკეთეს ნარკოტიკი, რამდენიმე აბი ჯიბეშიც ჩაუდეს, შემდეგ კი გამოიძახეს პოლიცია და გაუპატიურებული მამაკაცი დააპატიმრეს, როგორც ნარკომომხმარებელი, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ადამიანმა ათიოდე დღის წინათ ამნისტიის წყალობით დატოვა საპყრობილე. სამართალდამცავებმა იგი სამეგრელოდან თბილისში ჩამოიყვანეს და ჩვენება ჩამოართვეს. სააკაშვილის რეჟიმის ჯალათების მიერ გაუპატიურებულმა მამაკაცმა გამოძიებას დეტალურად უამბო მის თავს დატრიალებული უბედურების შესახებ.

ჯაბა ხუბუა
„ასავალ-დასავალი

1-aktu-1 1-aktu-2
1-aktu-3