უცხოეთი
ცსს-ს დირექტორი მოსკოვში საიდუმლოდ იმყოფებოდა

1-cruსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ცსს-ს დირექტორი ჯონ ბრენანი შესაძლოა, ამ დღეებში მოსკოვს სტუმრობდა. თუმცა ოფიციალურ დონეზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ წყაროები ყველა ნიშანს ხედავენ იმისა, რომ ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი 19 ან 20 ივნისს ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

ინფორმირებულ პირთა ცნობების გარდა, საიდუმლო ვიზიტს ირიბად მოწმობს რიგი ფაქტებისა, მაგალითად, 19 ივნისს ვნუკოვო-2-ის აეროპორტში ამერიკის საელჩოს ნომრებიანი მანქანების კორტეჟი შენიშნეს. 20 ივნისს კი აშშ-ის ელჩმა რფ-ში მაიკლ მაკფოლმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე თავისი არყოფნა იმით განმარტა, რომ „ხუთშაბათს“ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრის ჩამოსვლის გამო მოსკოვში უნდა ყოფილიყო.

მაისის შუა რიცხვებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმაც განაცხადა, რომ მალე ცსს-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა იგეგმება.

ამასთან, ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე საუბრობდნენ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ბარაქ ობამა 17 ივნისის შეხვედრაზე ლოქერნში G8-ის სამიტის მიმდინარეობისას.