საზოგადოება
“არ მინდა დავემსგავსო ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ სტალინმა არ იცოდა. “პოსტსკრიპტუმი" გარკვეულწილად საავტორო გადაცემაა და თავს უფლებას მივცემ და პირველ რიგში თანადგომას გამოვუცხადებ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი მომხდარის გამოვლენასა და აღმოფხვრას.
ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას “პოსტსკრიპტუმში" მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხვევაში გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პროკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები.
თუ დადასტურდა, ხაზს ვუსვამ, თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი კანონდარღვევით იყო მოპოვებული, “პოსტსკრიპტუმი" ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება", - განაცხადა დავით კიკალიშვილმა.