გია ხუხაშვილი: „ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არაა”
საქართველო, 24 ივნისი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის მრჩეველ გია
ხუხაშვილს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა წარმოუდგენლად მიაჩნია. ამის შესახებ მან ”
აქცენტებს” პრემიერის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის წასვლისა და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ იგი პოლიტიკაში რამდენიმე დღე დარჩება.
”ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ფუნდამენტური ცვლილების შესახებ ქართული საზოგადოების იმედები დიდწილად მის პერსონას უკავშირდება”, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ პრემიერის ამ განცხადებით დაბნეულია. თუმცა, ივანიშვილის მრჩეველი ვარაუდობს, რომ ”ამ თემაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, დაიწყება; რადგან ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი და შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, აქედან წასვლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არაა, ვინაიდან პრემიერზე ბევრი რამაა დამოკიდებული”.
ამასთან, გია ხუხაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკიდან წასვლით ივანიშვილი ”ოცნების” მთავრობის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას გაექცევა. „ის დარჩება პასუხისმგებელი ყველაფერზე, რა დაპირებებიც კოალიციამ გასცა. ამისთვის კი პოლიტიკაში ყოფნა არაა საჭირო; ყველას კარგად ახსოვს, რომ 20 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ქველმოქმედების სახით 3 მლრდ-მდე გაიღო საქართველოსთვის”, - განაცხადა ხუხაშვილმა.