პოლიტიკა
სააკაშვილი: „იარაღის საწყობები ჩემი დავალებით შეიქმნა“

1-mishaსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, იარაღის საწყობები მისი დავალებით შეიქმნა, თუმცა ამ საწყობებში ვიდეოკადრების არსებობა გამორიცხულია.

"ნებართვა მაქვს მიცემული, გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა 2008 წელს იყო, მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა. ამიტომ, თავისთავად, იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერია არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის. იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მე მგონი, ყველა ვხვდებით. რაც შეეხება ამ "კაგებეს" მეთოდებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა უარყო, რომ ეს ყველაფერი მასობრივად ხდებოდა. „ადრე ეს ხდებოდა მასობრივად, ბევრი პოლიციელი დავსაჯეთ, მაგრამ, ალბათ, ვიღაცას წაუცდა ხელი და ყველა ვერ დავსაჯეთ. ყველა მთავრობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი არამზადები. მთავარია, რომ დროზე მოხდეს გამოვლენა და დასჯა",- დასძინა მან.