პოლიტიკა
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში

1-israel-mtსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 24-25 ივნისს ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი შედგება. საქართველოს  დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

ვიზიტის ფარგლებში  დღეს შეხვედრები გაიმართება  ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები დღეს წმინდა ადგილებს მოილოცავენ.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერმა ჰოლოკოსტის  მუზეუმი დაათვალიერა. მანვე  იერუსალიმის მთაზე  მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი "იად ვაშემი" გვირგვინით შეამკო, რითაც პატივი მიაგო  ჰოლოკოსტის  მსხვერპლთა ხსოვნას.  დასასრულ ბიძინა ივანიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

1-israel-1
1-israel-2
1-israel-3