სამართალი
პატიმარი: „საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი, და …მე ბეტონზე თავს ვურტყამდი...“

1-cerili-patimariსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ბოლო დღეებში ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე განსჯის საგნად იქცა. ერთ-ერთი მათგანი პატიმარ ა.მ.-ს წერილია, რომელიც იხსენებს, თუ როგორც ეპყრობოდნენ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში: „მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ…, მაგის დედა ვატირე!“

ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იღება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – „წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვ… უნდა მოვტყ…“.უცებ გაიღო „კარმუშკა“, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი, და …მე ბეტონზე თავს ვურტყამდი. ამ დროს შემოვიდა გარეთ მყოფი ის ორი პირი; ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი. მეორე პირმა მომადო თავის სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით.“ - წერს სკანდალურ წერილში ა.მ.