უცხოეთი
ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები „ოცეულშია“, კერძოდ კი, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინვესტიციების დაფინანსებაში უწინარესად - სოციალურ სფეროში.
„დრო ყველა ჩვენგანისგან გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ეს ფორმულა იქცა სანკტ-პეტერბურგის ამჟამინდელი ეკონომიკური ფორუმის დევიზად. ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა რუსეთში მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შექმნაა“, - განაცხადა მან.