უცხოეთი
ვარსკვლავის დიეტა: ნაომი კემპბელი

1-naomiსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. სკანდალები, ინტრიგები, გამოძიებები: ერთი წლის წინ ინტერნეტი შემოიარა ცნობამ იმის შესახებ, რომ ანდრეი მალახოვი ესპანეთის კლინიკაში ზედმეტ კილოგრამებს ცნობილი მოდელი ნაომი კემპბელის სისტემით ებრძვის. თავის დროზე შავი პანტერა ანალოგიურად იკვებებოდა.

წელიწადში რამდენჯერმე, 10 დღის განმავლობაში, ნაომი სვამს ლიმონათს, რომელიც წყლის, ლიმონის, კაიენური პილპილისა და ნეკერჩხლის ვაჟინით მზადდება, აგრეთვე, ჩვეულებრივ წყალსა და პიტნის ნაყენს. ამასთან, მან უარი თქვა ხორცზე, შეზღუდა ნახშირწყლების მიღება, სალათებს მხოლოდ ზეითუნის ზეთით მიირთმევს და ალკოჰოლს არ ეკარება.

საკვებს ნაომი დღეში ხუთჯერ, მცირე ულუფებით, ორსაათიანი ინტერვალებით იღებს. თუ ძალიან მოშივდა, ოხრახუშის ფოთლებს გაღეჭავს. ყველა კერძს კი კოჭასა და პილპილს უმატებს. ამასთან დიდი რაოდენობით მიირთმევს ანანასს.

ჯანსაღ კვებას ვარსკვლავი რეგულარულ ვარჯიშს უხამებს, მოსადუნებლად იოგას ვარჯიშებს ასრულებს, საერთოდ კი პილატესითაა გატაცებული.