ამერიკელ მომღერალსა და მსახიობ ჯენიფერ ლოპესს ჰოლივუდში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს
საქართველო, 21 ივნისი,
საქინფორმი.
ჯენიფერ ლოპესი ჰოლივუდის არსებობის ისტორიაში 2500-ე ღირსშესანიშნაობად იქცა. ახლახან გამართულ საზეიმო ცერემონიაზე 43 წლის მსახიობი თავის ბოიფრენდ
კასპერ სმარტთან, რეპერ
PiTbull-სა და მსახიობ
ჯეინ ფონდასთან ერთად გამოჩნდა.
ლოპესი ცნობილია როლებით ფილმებში „ხაფანგი“, „ქალბატონი მოსამსახურე“, „რას უნდა ელოდო, როცა ბავშვს ელოდები“ და სხვ. მას გამოშვებული აქვს 7 სტუდიური ალბომი, რომელთა გაყიდული ასლების რაოდენობა 55 მლნ-ს აჭარბებს.