აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

1-saakaSსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კუდ–ის ყოფილ უფროს ლევან ქარდავას კოჯორში სიმბოლურ თანხად - 1 ლარად მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის 16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას 1 ლარად გადაეცა 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოჯორში (საკადსტრო კოდი: 81.01.06.325). აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიაც არის შეტანილი, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, აგრეთვე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 20 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ძალოვანი უწყებების ორ ყოფილ თანამშრომელს დავით ჩხატარაშვილს და ლევან ქარდავას, რომლებსაც, მისი თქმით, არც კი იცნობდა, წამების ფაქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი.