სამართალი
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიყურადება, ფარული მოსმენები და თვალთვალი სისხლის სამართლის ნაწილში გადადის. ეს მოქმედებები კი კონკრეტული პირის მიმართ მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
„საჭიროა, რომ ამ საქმიანობის დროს უზრუნველყოფილი იქნეს ინდივიდის საპროცესო გარანტიები და ამისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ის, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის სახეები, რომლებიც განსაკუთრებულ ჩარევას ითხოვს ინდივიდის პირად ცხოვრებაში, გადატანილ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, რათა ინდივიდმა შეიძინოს ასეთი გარანტიები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.