სამართალი
დაკავებულებს შორის თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის მოქმედი თანამშრომლები არიან. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია ის პირიც, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.
დაკავებულების, მარლენ ხვიტიასა და პაატა ქირიას ადვოკატ ალიკა დადიანის განცხადებით, პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე მათი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ყოფილმა პოლიციელმა პ.ქ-მ დაკითხვისას მაგიდიდან საკანცელარიო ნივთი აიღო და მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გიორგობიანის განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.