პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: „ჩანაწერების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა გამოყენებული იქნეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება“

1-richard-norlსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ფარული ვიდეოჩანაწერების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

ამ თემას დიდი დრო ეთმობა ქართულ საზოგადოებაში; ვიცი, რომ ჩართულები არიან არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. რამდენადაც ვიცი, მთავრობას ამ მხრივ აქვს პრინციპული და მტკიცე პოზიცია, რომ ეს მასალები უნდა განადგურდეს. შესაძლებელია, საუბარი იყოს იმაზე, რომ გარკვეული რაოდენობა გამოყენებული იყოს, როგორც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება. და ამ პოზიციას ჩვენ ვემხრობით”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: რამდენიმე დღის წინ შსს-ს თანამშრომლებმა სამეგრელოში სამალავები აღმოაჩინეს, სადაც ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოფირები, იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ინახებოდა.