აქტუალური
ჯუმბერ კირვალიძე:"ბასტა! ამის პატიება არ შეიძლება, თუ ვართ ცივილიზებული საზოგადოება!”

1-aqt-1-kirvaliZeსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს მიერ დიპკორპუსის და მასმედიისთვის დემონსტრირებული ვიდეოკადრები შეიცავს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე, რომელსაც ჰქონდა სისტემური ხასიათი, რაც კონტროლდებოდა "ნაციონალური" ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ! - წერს ექსპერტი ჯუმბერ კირვალიძე საქინფორმისთვის გამოგზავნილ წერილში:

„ნულოვანი ტოლერანტობა "ნაცმტარვალებს! უნდა წარსდგნენ ჯალათები სასამართლოს წინაშე! ბასტა! ამის პატიება არ შეიძლება, თუ ვართ საზოგადოება! "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უნდა გამოცხადდეს დამნაშავე ორგანიზაციად და აიკრძალოს მისი ფუნქციონირება!

"ნაცმოძრაობის" წევრები და მათი მოძალადე "პრეზიდენტი" სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში უმოწყალოდ გვძარცვავდნენ, გვაშინებდნენ, გვამცირებდნენ, გვაწამებდნენ, გვკლავდნენ და ეს კადრებია ამის უკანასკნელი დადასტურება!

ნაცდეპუტატებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ ისინი საქართველოს პარლამენტის წევრებად იწოდებოდნენ! ამ მხეცობას ქართველი ხალხი არასოდეს არ აპატიებს სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას"!

ერთი გამოსავალი აქვთ მხოლოდ, რომ, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია! სხვა შემთხვევაში, ქართული საზოგადოების გულისწყრომა არ განელდება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უფრო დიდი სიმწვავით დაისმება!

მოძალადე რეჟიმის დამფუძნებელი სააკაშვილი და ნაცხროვის სხვა "ბელადები" არ უნდა შეუშვათ ოჯახებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო ოფისებში! არც უნდა მივესალმოთ მათ, ესეც ცოდვაა უკვე, ღვთის წინაშე!!!“