აქტუალური
ბიძინა ივანიშვილმა რუსი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი საქართველოში მოიწვია

1-akt-airapetianiსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი რუსი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი საქართველოში მოიწვია.

როგორც საქინფორმის წყარო იუწყება, ბიძინა ივანიშვილი და ლევონ აირაპეტიანი დიდი ხნის მეგობრები არიან, ჯერ კიდევ რუსეთში მუშაობის დროიდან. თავად ლევონ აირაპეტიანი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან არის, ის, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად - ფილანტროპია. იგი საგამომცემლო სახლი “სობესედნიკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ.

მოწვევა კერძოა, ანუ არა ოფიციალურია და მომწვევი მხარე ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ლევონ აირაპეტიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს სომხების ერთადერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი აგასი არაბიანი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ გრატად იქნა გამოცხადებული და დღემდე ასე რჩება, რის გამოც ის ზემოაღნიშნული მეგობრული ვიზიტის დროს ლევონ აირაპეტიანის თანხლებას ვერ შეძლებს.