საზოგადოება
ნიკა გვარამიამ ირმა ინაშვილს გიჟი უწოდა!..

1-irmaaსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შსს-ში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს სამეგრელოში აღმოჩენილი, წამების ამსახველი კადრები უჩვენა,  ერთმანეთს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და “რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაუპირისპირდნენ.

ციხის კადრები და დღეს ნანახი მზარავი კადრები ერთობლიობაში ესაა სისტემური დანაშაულის ამსახველი და მამხილებელი მასალა, რომელიც უნდა გაერთიანდეს და ერთ დიდ საქმედ იქცეს. ეს უნდა იყოს საფუძველი, რათა სააკაშვილის რეჟიმის კონკრეტული მაღალჩინოსნები (ივანე მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია და სხვები) გასამართლდნენ ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. ბატონო ნიკათქვენ რატომ მიყურებთ მუდმივად დამცინავი სახით?! მე თქვენს ადგილზე ნამდვილად არ მექნებოდა გაღიმების სურვილი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თქვენ რეჟიმს, სააკაშვილის რეჟიმს, რომელსაც ემსახურებოდით“, - მიმართა გვარამიას ირმა ინაშვილმა.

„თქვენ ფსიქიკურად დაავადებული ხართ. რას ლაპარაკობთ? შეურაცხყოფას მაყენებთ“, - უპასუხა გვარამიამ.
არა უშავს, სწორედ თქვენი რეჟიმი მაცხადებდა გიჟად, მაგრამ გული უნდა გატკინოთ და გითხრათ, რომ მე ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს“, - უპასუხა ინაშვილმა.