უცხოეთი
რფ - სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების შესახებ: არამეგობრულ ნაბიჯებს ადეკვატური პასუხი მოჰყვება

1-gosdepსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვი აღშფოთებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში „ადამიანებით ვაჭრობის შესახებ“ რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე დებულებით და მას პოტენციური საპასუხო ზომების მიღების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ “რია ნოვოსტი“ იუწყება.

„რაც შეეხება “ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ამერიკის 2000 წლის კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს, თავად ამ საკითხის დაყენება აღშფოთებას იწვევს. საკითხის ასე შემობრუნება ეწინააღმდეგება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის პოზიტიურ განვითარებასა და კონსტრუქციულ შეთანხმებებს, რომლებსაც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ლოქერნში ამასწინანდელი შეხვედრისას მიაღწიეს“, - ნათქვამია ადამიანთა უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის კონსტანტინ დოლგოვის კომენტარში.

„რასაკვირველია, არამეგობრულ ნაბიჯებს ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვება“, - ნათქვამია სამინისტროს საიტზე განთავსებულ დოკუმენტში.