უცხოეთი
დოლჩე და გაბანა გადასახადის გადაუხდელობისთვის ციხეში ჩასვეს

1-dolcheსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ციხეში მოხვდებიან. იტალიის სასამართლომ მოდის კანონმდებლებს გადასახადის გადაუხდელობისთვის  წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობილი მარკა Dolce&Cabbana-ს დამფუძნებლები რამდენიმე წელია იტალიის საგადასახადო და სასამართლო ორგანოების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. გამოძიების ვერსიით, 2004 წლიდან მოყოლებული, როცა ლუქსემბურგში ორი კომპანია - Luxemburg sarl  და Gado sarl შეიქმნა, მოდის სახლის ხელმძღვანელობა საგადასახადო დოკუმენტებისა და ფინანსური ანგარიშების გაყალბებით იყო დაკავებული, რის შედეგადაც იტალიის ხაზინას მილიარდამდე ევრო დააკლდა.

გამოძიების მონაცემებით, დოლჩემ და გაბანამ შვილობილი კომპანიის მეშვეობით იტალიიდან მილიარდ ევრომდე გაიტანეს. მილანის პროკურორმა გაეტანო რუტამ მოდელიერებისათვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.