საზოგადოება
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძეა

1-akademiaსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთო კრება ჩატარდა, სადაც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ორი კანდიდატი - მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე აირჩიეს.