სამართალი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 2435 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების გაფლანგვის ბრალდებით 19 ივნისს დააკავეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე, ხოლო 20 ივნისს - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ მელაძე და საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ ვოლკოვი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 12 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვახტანგ ყიფშიძემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კახაბერ მელაძესთან და თეიმურაზ ვოლკოვთან წინასწარი შეთანხმებით გაფლანგა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.